საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ამბულატორიაში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო პერსონალს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებს და პირადად მიიღო ინფორმაცია პანდემიის პირობებში ამბულატორიის მუშაობის თაობაზე.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის ამბულატორიებმა გამართულად იმუშაონ და მათთვის საჭირო ყველა ტექნიკით და მედიკამენტით იყვნენ უზრუნველყოფილნი.
მთავრობის მეთაური ზემო ნიქოზში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.