რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ მთავარ საავტომობილო გზებზე 3 საკონტროლო პუნქტი გაიხსნა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ მთავარ საავტომობილო გზებზე 3 საკონტროლო პუნქტი გაიხსნა

  • 2020-09-17 16:29:26

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ მთავარ საავტომობილო გზებზე 3 საკონტროლო პუნქტი გაიხსნა.

პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში გელავერის უღელტეხილზე და სოფ. ტვიშის მიმდებარე ტერიტორიებზე.

აღნიშნულ ლოკაციებზე 24 საათიან რეჟიმში ჩაუტარდებათ თერმოსკრინიგი რეგიონში შემსვლელ და რეგიონიდან გამსვლელ მოქალაქეებს. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება პისიარ ტესტირება.

ამავდროულად, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში განხორციელდა სადეზინფექციო სამუშაოები. წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკების მიხედვით დეზინფექცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მოსახლეობის თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ და სხვა შენობებს.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები