გორში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა, რომელსაც გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მოსაცდელები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.
„სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.