ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ხორციელდება გზის დამცავი ხელოვნური ნაგებობების-კედლების და გაბიონების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტი, მოეწყობა სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები.
სოფელში, ამ დრომდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, რაც, განსაკუთრებით, უამინდობის პერიოდში გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. ამჯერად კი მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს მკვეთრად გააუმჯობესებს.
„აღნიშნული პროექტი მთელ სოფელს მოიცავს და მოწყობილი გზით 900- ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 1840009 ლარს შეადგენს“ -აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.