რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პირველ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, რჩეულიშვილის ქუჩაზე N2 , 4, 6, 2ა , 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16, ჯავახიშვილის ქუჩის N1, 3, 5, 7, 3ა 5ა, ტოლსტოის ქუჩის N1, 3, 5, 7, 7ა და ბერიტაშვილის ქუჩის N2, 4, 6, 8, 6ა საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებში, გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 1 მლნ 732 122 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
2021 წლის ბოლომდე, რუსთავის მერია ქალაქში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.