თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა

  • 2021-06-01 12:48:36

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა, ამ ეტაპზე კი, მუშაობა მიმდინარეობს „სინოვაკის“და „სინოფარმის“ მობილიზებაზე.

„ივნისის თვეში, დაახლოებით 160 000 დოზა ვაქცინაა გამზადებული ადმინისტრირებისთვის. აქ შედის პირველი დოზების სახით 40 000-მდე „სინოვაკი“. ასევე, „ასტრაზენეკას“ გარკვეული რაოდენობა, ველოდებით შევსებას. ივნისის ბოლოდან დაზუსტდება დეტალები, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვაქცინების გაფართოების შედეგად ივლისი-აგვისტო მეტად აქტიური მოცვის იქნება. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს „სინოვაკის“, „სინოფარმის“ მობილიზებაზე. ასევე, როგორც იცით, პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე ეტაპზე ვართ „ფაიზერთან“ მიმართებით და მისი მოწოდების ვადები დაზუსტდება. რაც შეეხება „კოვაქსის პლატფორმას“, „კოვასის პლატფორმიდან“ დამატებით შესაძლებელია „ჯონსონის და ჯონსონის“ და ასევე „ნოვა ვაქსის“ მიღებაც, ოღონდ შედარებით მოგვიანებით, დაახლოებით სექტემბრიდან“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები