გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

  • 2020-04-08 19:29:59

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. პროცესს დღეს გორის 1-ელ და მე-3 ბაგა-ბაღებში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ.

პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6000-ივე აღსაზრდელმა უნდა მიიღოს, არამალფუჭებად პროდუქტთან ერთად ხილსა და ბოსტნეულსაც შეიცავს.

საკვების დარიგება სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტიდან აღარ განახლებულა, რის გამოც მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტი აღსაზრდელების მშობლებისთვის გადაეცა.

დღემდე პროდუქტი 2 ეტაპად დარიგდა. პირველ ეტაპზე კვების პროდუქტი 900-მა სოციალურად დაუცველმა აღსაზრდელმა მიიღო, მომდევნო ეტაპზე კი პროდუქტი ყველა აღსაზრდელისთვის გაიცა.

🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები