სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

  • 2021-06-02 13:15:04

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება.

ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ. დოზა სინოვაკის ვაქცინა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები