სინოვაკით ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება

სინოვაკით ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება

  • 2021-06-11 10:42:05

სინოვაკით ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია გრძელდება.

დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირველი, ისე მეორე დოზის მისაღებად.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.

ვრცლად სინოვაკის ვაქცინის შესახებ : https://bit.ly/3pMZU0k

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

მსგავსი პოსტები