გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს 24 სთ-იანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მშენებლობა გრძელდება.
სოფელ მუღანლოში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა.
პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ათეული წლების შემდეგ, პირველად ისარგებლებს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, ერთ-ერთი სწორედ არის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოიყო. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონისთვის, ასევე სოფელ მუღანლოსთვის, სადაც დაახლოებოთ ექვსი ათასი მაცხოვრებელია. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ქსელის მოწყობა, ორი რეზერვუარის მშენებლობა, შედეგად განახლებული სისტემა მოგვცემს საშუალებას, რომ 2022 წლის გაზაფხულისთვის, სოფელს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება მივაწოდოთ. კონტრაქტორის პროგნოზით პროექტი წინსწრებით მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები ვადაზე ადრეც დასრულდება“ -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.