COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-06-15 11:40:40

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 309 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 092 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.67 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.60%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156 საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში.

5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 14 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 854 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418, იმერეთში - 929.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები