ევროპარლამენტმა ევროკავშირში ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღება 9 ივნისს დაამტკიცა. სისტემა უნდა ამოქმედდეს 1 ივლისამდე. დოკუმენტი უნდა გაიცეს უფასოდ, ციფრული ან ქაღალდის ფორმატით და იგი იქნება იმის დასტური, რომ მისი მფლობელი აიცრა კორონავირუსის წინააღმდეგ, ცოტა ხნის წინ მიიღო ტესტის უარყოფითი შედეგი, ან უკვე გამოჯანმრთელდა ვირუსისგან.
ვაქცინაციის სერტიფიკატების მფლობელებს, რომლებიც გაცემულია ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, არ უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება ან არ უნდა გაიარონ კარანტინი, თუ მათ დაასრულეს ვაქცინაციის ყველა საჭირო ეტაპი, რომელიც დამტკიცებულია ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) მიერ მინიმუმ 14 დღის წინ.
სერტიფიკატების მფლობელებისთვის, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კორონავირუსისგან და ვირუსზე დადებითი პასუხის მიღებიდან მინიმუმ 180 დღეა გასული, ასევე არ არის აუცილებელი ტესტირებისა და კარანტინის გავლა.
სერტიფიკატის მისაღებად, თქვენ უნდა გაიაროთ ვაქცინაცია ევროპის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინით. EMA-მ დაამტკიცა მხოლოდ ოთხი ვაქცინა – Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და Janssen.
წყარო : ipress.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.