გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, სადრენაჟე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გარდამავალია და მილიონ ლარამდე დაიხარჯება, ჰიდროგეოლოგიური დასკვნისა და ტოპოგადაღების მიხედვით განხორციელდება.
იგეგმება დრენაჟის, შემკრები კოლექტორის, გამყვანი მილსადენის, გაბიონებისა და მიწის ყრილის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული კომუნიკაციების და სადრენაჟე სისტემის გამყვანი მილის გადატანაც.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ვიაიპი“ ახორციელებს.
წმინდაწყლის დასახლებაში, გაუქმებული N2 სათავის ტერიტორიაზე, სადრენაჟე სისტემა მოძველებულია და ნაწილობრივ მუშაობს. უხვწყლიანობის დროს არსებული სისტემა სრულად ვერ უზრუნველმყოფს გრუნტის წყლის ათვისებას, რის გამოც ჭაობდება მიმდებარე ტერიტორიები და ჭარბი წყალი გადაედინება ეზოებსა თუ სავარგულებზე.
ახალი სადრენაჟე სისტემის მოწყობა პრობლემას მოუგვარებს ადგილობრივ მოსახლეობას და დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.