ქარელში მიმდინარეობს შიდა გზების ასფალტის საფარის ორმოული შეკეთება.
ქარელში დაიწყო შიდა გზების (ფანასკერტელის, თბილისის, რუსთაველის, იერუსალიმის, ამირეჯიბის, ვარძელაშვილის ქუჩების) ორმოული შეკეთების სამუშოები.
აღნიშნული სამუშაოები დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.
ამ ეტაპზე ხორციელდება დაზიანებულ მონაკვეთებში ასფალტობეტონის ჩახერხვის, ნაწიბურების დამუშავების, საფუძვლის მომზადებისა და ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანხით 157 999,99 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა“.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.