ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნით, ქალაქსა და სოფლებში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჟამად, სოფელ ძიმითში, შიდა სასოფლო 2 408 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს, ოზურგეთის მერის მოადგილე, ოსიკო თოთიბაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 749 000 ლარს შეადგენს.
„აღნიშნული სოფელში, სადაც ასფალტის საფარს ვაგებთ, წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული ტერიტორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ,“ - აღნიშნა მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.
პროექტს, შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში, 2 408 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის გზასთან ერთად 3 ადგილზე ქვის გაბიონების საყრდენი კედლები მოეწყო, ზოგიერთ საგზაო მონაკვეთზე მოხდა გზის სავალი ნაწილის გაფართოება, ძველი მილები შეიცვალა ახალი ლითონის მილებით, წესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ასევე მოეწყობა მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.