დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურiს ხელმძღვანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, სოფელ გომარეთში მიმდინარე საბავშო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე პირადად შეაფასა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოს შემორაგვა და კეთილმოწყობა, ჩატარდება სარემონტო სამუშაოები როგორც შენობის შიგნით, ასევე ფასადზე, მოეწყობა გარე კიბე, რეაბილიტირდება სანტექნიკური ნაწილი, შეიცვლება შიდა და გარე წყალსადენ კანალიზაცია, დამონტაჟდება გათბობა-ვენტილაციის, ასევე სახანძრო-სიგნალიზაციის და ვიდეოთვალთავის სისტემები.
პროექტის ღირებულება შეადგენს 499 999 ლარს შეადგენს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.