მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაურ დარგალთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
მოგახსენებთ, რომ სოფელ ზემო და ქვემო ყულარში ხორციელდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ერთობლივი დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 1 459 033 ლარს შეადგენს.
ასევე, მიმდინარეობს კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობა სოფელ ზემო სარალის საჯარო სკოლაში, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 582 ლარით დაფინანსდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.