თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი იმუნიზაციის პროცესს გაეცნო

  • 2021-07-05 15:40:16

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი იმუნიზაციის პროცესს გაეცნო.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, იმუნიზაციის პროცესში 150 სამედიცინო დაწესებულება და 300-მდე ამცრელი ბრიგადაა ჩართული. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობა 8 საათიანი გრაფიკით სულ მცირე 60 პაციენტია. კლინიკებთან ერთად ვაქცინაცია სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციის ახალი ცენტრი უკვე მზად არის „ ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზეც.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ვაქცინაციის ოფიცრების პროექტს ახორცილებს. ინოვაციური პროექტი სამედიცინო სტუდენტებისა და რეზიდენტების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობასა და ვაქცინაციის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

„ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობა რაც დღეს მოქმედებს საკმარისია იმისთვის, რომ დღეში 20 000-დან 25 000-მდე აცრა შესრულდეს. გარდა ამისა, „ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ვაქცინაციის ახალი ცენტრი უკვე მზად არის, სადაც 7-მდე ბრიგადას ექნება ფუნქციონირების შესაძლებლობა, ასევე მობილიზებულია დიდი სივრცეები, მათშორის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მთავარია მოქალაქეების მხრიდან იყოს აქტივობა. დილის მონაცემებით, “სინოფარმის“ ვაქცინაზე 20 000-ზე მეტი ჯავშანი განხორციელდა. ასევე გააქტიურებულია 15 22-ის და 144 3-ის ცხელი ხაზი“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები