COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-07-06 11:06:21

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 913 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.68%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა - 54, იმერეთი - 125, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 32, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც: 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 697, აჭარაში - 153, იმერეთში - 380. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 658 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში - 32, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 114, აჭარაში - 6, იმერეთში - 11. 837 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 630 - თბილისში, 195- აჭარაში. 6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 928 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 644, პირი, აჭარაში - 604, იმერეთში - 904.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები