Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 656 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 704 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 952 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 261 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 395 621-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.25% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.78%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 410 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 369 483-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 636 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 238, იმერეთი - 173, ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 123, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი -50, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476 საიდანაც: 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 687, აჭარაში - 339, იმერეთში - 569. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 906 პირი, მათ შორის, თბილისში - 439, აჭარაში - 59, იმერეთში -193. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 147, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 501 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 901 - თბილისში, 361- აჭარაში. 14 313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 21 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 972 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 057 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 219, პირი, აჭარაში - 2 141, იმერეთში - 1 514.
წყარო : ინტერპრესნიუსი