საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც, პანდემიის გამო, ტურისტულ და ავიაციის სფეროს გლობალურად შეექმნა. აღინიშნა, რომ საქართველოში შეზღუდვების თანმიმდევრული და ეტაპობრივი შემსუბუქების შედეგად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა დაიწყო, რაზეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ხაზი გაესვა ტურიზმისა და ავიაციის სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს.
საუბარი შეეხო აეროპორტების უსაფრთხოების გაზრდასთან დაკავშირებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და TAV-ის შემდგომი განვითარების გეგმებს საქართველოში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ტურიზმისა და ავიაციის სფეროს აღდგენის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ბიზნესის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.