"ხსნა ვაქცინაციაშია" - სპეციალისტები მოქალაქეებს აცრას და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ

"ხსნა ვაქცინაციაშია" - სპეციალისტები მოქალაქეებს აცრას და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ

  • 2021-08-14 12:39:44

სპეციალისტები ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობენ და მოქალაქეებს, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ისინი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად ცუდია. ამდენად, რეგულაციების შემოღება ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ აუცილებელია პირბადე, დისტანცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და ვაქცინაცია," - აცხადებს მარინა ენდელაძემ.

პროფესორი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ აცრის მიუხედავად, მოქალაქეებმა რეგულაციები მაინც უნდა დაიცვან. 

"ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ვაქცინა უეჭველად აუცილებელია, მის გარეშე არ შეიძლება. ვაქცინაში არის ხსნა, მაგრამ ვაქცინაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნიღბის გარეშე ვიაროთ და უგულებელვყოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ზოგადად არსებობს," - აცხადებს პროფესორი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები