ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს.

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს.

  • 2021-08-20 10:21:52

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქი 2021-2022 სასწავლო წელს მოსწავლეთა პირველ ნაკადს მიიღებს.

ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ასევე გადაეცემა ახალი თაობის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, რომელიც 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და 100 ბავშვზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსისგან შედგება. აღნიშნულ სივრცეში მოწყობილია საცხოვრებელი და სასწავლო ოთახები, სველი წერტილები, სივრცეები საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის, ბიბლიოთეკის, სააქტო დარბაზისა და სასადილოსთვის. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო ზონა და სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 11 მილიონ ლარზე მეტია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.

მსგავსი პოსტები