უფასო ავტობუსების მარშრუტები ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად

უფასო ავტობუსების მარშრუტები ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად

  • 2021-08-24 11:46:17

სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტამდე“. უკუმიმართულებით: მ/ს „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - მ/ს „ტექნიკურ უნივერსიტეტამდე“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ).

შპს Express Medical Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი“) მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგის" მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - მ/ს „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე.

შპს „კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა“ (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „სამგორიდან“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).

უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს „ევექსი ჰოსპიტალები“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს „სამგორამდე“ (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).

სს „ევექსი ჰოსპიტალების“ - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს „დიდუბიდან“ (ქვედა გასასვლელი) - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ.-დან (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).

შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგამდე“). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან“) - თავისუფლების მოედნამდე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას N77) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 10:00-20:00 საათამდე.

შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.

დიდი დიღმიდან ავტობუსები მოქალაქეებს დიღმის მასივის მიმართულებით მოემსახურება შემდეგი მარშრუტით: დიდი დიღომი IV - III მ/რ, - იოანე პეტრიწის ქ. - ფარნავაზ მეფის გამზირი - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ლუბლიანას ქ. - პაიჭაძის ქ.(პოლიკლინიკის მიმდებარედ). ტრანსპორტი უკუმიმართულებით იმავე მარშრუტს გაივლის.

გლდანიდან დიღმის მასივის მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს მოემსახურებიან შემდეგი მარშრუტით: გლდანის VII-VIII მ/რაიონის შემაერთებელი გზა - ვეკუას ქ. - ხიზანიშვილის ქ. - ქერჩის ქ. - თენგიზ შეშელიძის ქ. - აკაკი ბელიაშვილის ქ. - ბოხუას ქ. - ლუბლიანას ქ. - პაიჭაძის ქ. (პოლიკლინიკის მიმდებარედ). უკუმიმართულებით ავტობუსები იგივე სქემით გადაადგილდებიან და ორივე მარშრუტით 08:30-დან 20:30 საათამდე, ერთსაათიანი შუალედით იმოძრავებენ.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები