პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აპარატურა გადაეცა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აპარატურა გადაეცა

  • 2021-09-24 19:43:02

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ ინფექციურ პათოლოგიათა მართვის განყოფილებას მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აპარატურა გადაეცა.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი მნივნელოვანი ადგილი საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰოსპიტალური დონის ეროვნული დაწესებულებების COVID-19-ის შემდგომი სავარაუდო ტალღებისთვის მზაობის გაძლიერებას უჭირავს.

ორფაზიანი დეფიბრილატორი: ზრდასრულთა და პედიატრიული მრავალჯერადი გამოყენების ელექტროდით, ფლოუმეტრები, საინფუზიო ტუმბოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური მოწყობილობა ფერადი დოპლერის ეკრანითა და კარდიოლოგიური ფუნქციონალით, პორტატული პულს-ოქსიმეტრები მოზრდილებისთვის, პორტატული რენტგენის აპარატი - აღნიშნული სამედიცინო ტექნიკა საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა (PIU), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპროექტო მომსახურების ოფისთან (UNOPS) თანამშრომლობით გადასცა.

პროექტის ფარგლებში 290 ელექტრონული და პაციენტის გადასაადგილებელი საწოლი (სტრეჩერი) გადაეცა სამედიცინო ჰოლდინგისა და თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას.

აპარატურა და საწოლები გააძლიერებს კლინიკის მზაობას და COVID-19ის დიაგნოზის მქონე პაციენტებს თანამედროვე საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი მომსახურება გაეწევათ.

მსგავსი პოსტები