COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა

  • 2021-09-29 11:19:40

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 522 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 271 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 929 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 611 269-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 582 805.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 917 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც:

4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 566, აჭარაში - 405, იმერეთში - 909.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 123, იმერეთში - 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 21, იმერეთში - 27.

726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 204 - აჭარაში.

14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები