Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 840 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 119 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 721 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 661 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 628 719-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.16%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 192 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 559, ქვემო ქართლი - 158, შიდა ქართლი - 116, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 293, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 425, აჭარაში - 365, იმერეთში - 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში - 335, აჭარაში - 87, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 25, იმერეთში - 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 7 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 229 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.
წყარო : ინტერპრესნიუსი