მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარის პირველი ფენა, რომელსაც წინ უძღოდა საფუძვლის ქვედა ფენის ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობა.
უახლოეს ერთი თვის განმავლობაში მოხდება მეორე ფენის დაგება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გზით შეეძლება.
პროექტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია გზის გვერდულის გასწვრივ ლითონის ზღუდარის და რკინა-ბეტონის კიუვეტების ჩალაგება, დასახლებულ ადგილებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების და ეზოში შესასვლელების ასფალტის საფარით მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,აკა“ ახორციელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.