COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა საქართველოში

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა საქართველოში

  • 2021-11-15 12:39:15

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 166 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 569 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 597 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 820 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 785 911-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.52%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 722 399.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც: 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 694, აჭარაში - 592, იმერეთში - 1 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 648, აჭარაში - 131, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 39, იმერეთში - 31. 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 612 ადამიანი.

 

წყარო : ინტერორესნიუსი

მსგავსი პოსტები