Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 588 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 401 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 187 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 201 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.15% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 098 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 763 755.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 383 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 536, ქვემო ქართლი - 187, შიდა ქართლი - 244, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 263, კახეთი - 155, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 923 საიდანაც: 6 611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 592, აჭარაში - 525, იმერეთში - 1 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 663, აჭარაში - 126, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 44, იმერეთში - 39. 1 084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 212 - აჭარაში. 39 228 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 982 ადამიანი.
წყარო : ინტერპრესნიუსი