COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა საქართველოში

COVID-19-ის უახლესი სტატისტიკა საქართველოში

  • 2021-12-13 12:28:04

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 264 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 342 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.80% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც:

6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 314.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 პირი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 327 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 37, იმერეთში - 31.

1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 - თბილისში, 261 - აჭარაში.

33 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 3.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი 

მსგავსი პოსტები