COVID -19 - უახლესი სტატისტიკა საქართველოში

COVID -19 - უახლესი სტატისტიკა საქართველოში

  • 2022-01-31 12:13:50

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 175 923.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 151 139 საიდანაც:

5 433 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 289, აჭარაში - 757, იმერეთში - 1 124.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 034 პირი, მათ შორის, თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24.

2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში.

143 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

მსგავსი პოსტები