ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე კოვიდ 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი ღონისძიებების კამპანიაში ჩაერთო.
პროგრამა, რომელიც 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრას გულისხმობს, სოფელ მეორე სვირში მიმდინარეობს.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარს, ხოლო დამატებით ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.
იმინიზაციის პოპულარიზაციის და კოვიდ - 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით კამპანიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.
იხილეთ ვიდეო
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.