ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მოსამზადებელ შეხვედრასთან დაკავშირებით თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩევლთან მაქსიმ ლონგანგესთან შეხვედრა გამართეს.
გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და აღწერს ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს, კონფლიქტში არსებული მხარეების მიერ ვალდებულებების შესრულებასა და კონფლიქტის ტერიტორიაზე არსებული სიტუაციას ადამიანის უფლებების კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შესაქმენლად მიმართულ ძალისხმევაზე, მათ შორის, COVID-19 პაციენტების სამედიცინო ევაკუაციისა და მკურნალობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
აღნიშნული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 25-ე ანგარიშის განხილვა 2022 წლის გაზაფხულზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მოხდება.
კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, ევროპის საბჭოს სამდივნოს თანამშრომლების ვიზიტი საქართველოში წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.