მცხეთა-მთიანეთში “ბუსტერ” დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში “ფაიზერის” მესამე დოზით უკვე აიცრნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური, გიორგი კაპანაძე და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ აცრა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად და ქვეყნის განვითარებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და 22 სოფლის ამბულატორია მოქმედებს, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაციისათვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.