საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშესაწყობად ახალი მექანიზმი ამოქმედდება

საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშესაწყობად ახალი მექანიზმი ამოქმედდება

  • 2020-11-19 14:06:17

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომას წარვუდგინეთ ახალი პროგრამა, რომელიც დაემატება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამათა რიგს - ეს არის უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის ახალი მექანიზმები. კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით. ამ გრანტის მიზანი იქნება ადგილობრივი დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, რადგან უცხოელი ინვესტორები კვალიფიციური კადრების არარსებობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებენ, და სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ. ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ, თუ რომელ დარგებზე გავავრცელოთ ეს ახალი პროგრამა და შევარჩიეთ ისეთი დარგები, რომლებიც მიეკუთვნება ​გადამამამუშავებელ ინდუსტრიას. კერძოდ, ეს არის ​ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება, მანქანათმშენებლობა, მანქანებისა და მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და მათი ნაწილების წარმოება, ლოგისტიკა და სასაწყობო მეურნეობა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც დადებითად იმუშავებს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონტექსტში. ამ ფინანსური მექანიზმით ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ინვესტორებს, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი პოსტები