საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ცხადდება ახალი კონკურსები - მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდაჭერის მიმართულებით, პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ
კონკურსი ცხადდება 4 საპილოტე რეგიონში
იმერეთი
კახეთი
გურია
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
კონკურსების ამოცანაა მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება
დაფინანსდება შემდეგი ტიპის პროექტები:
ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობის მიმართულებით
მანქანების, დანადგარებისა და ინვენტარის შეძენა
შენობა/ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მხარდაჭერა
პროექტის ფარგლებში შეძენილი დანადგარებისა და აღჭურვილობის დამონტაჟებასთან დაკავშირებული სამუშაოების მხარდაჭერა
აპლიკაციების წარდგენა შესაძლებელია
სოფლის განვითარების სააგენტოში
„აწარმოე საქართველოში“
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში