ივანე ჩხაიძე: საქართველოში არის ფორმულა 8+5; 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს

ივანე ჩხაიძე: საქართველოში არის ფორმულა 8+5; 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს

  • 2022-02-07 14:55:32

„საქართველოში არის ფორმულა 8+5. 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, უფრო ზუსტი იქნება, თუ იზოლაციისთვის ათვლის წერტილად სიმპტომების დაწყების პერიოდს გავითვალისწინებთ და არა – დადასტურების პერიოდს.

„საქართველოში არის ფორმულა 8+5. 8 დღე უნდა იყოს იზოლაციის ვადა და დანარჩენი 5 დღე ადამიანმა უნდა ატაროს ნიღაბი. თუ ჩვენ შევხედავთ სუფთა პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით, ათვლის წერტილი სიმპტომების გამოვლენიდან უნდა იყოს დაწყებული. თუ ჩვენ ათვლის წერტილად ავიღებთ არა ინფიცირების სიმპტომების მაჩვენებელს, არამედ დადასტურების მაჩვენებელს, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება, დღეებში განსხვავება იყოს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სიმპტომების დაწყების პერიოდს და არა – დადასტურების პერიოდს. ანტიგენის სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ნაკლებად სპეციფიკურია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონი“ არის უსიმპტომო, ან მსუბუქად მიმდინარე. კონტაქტის შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხი არ აძლევს ადამიანს დარწმუნებას იმაში, რომ ის ინფიცირებული არ არის. თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი და იცით, რომ კონტაქტი იყო ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევასთან, თქვენ გაქვთ მსუბუქი სიმპტომები და არ დაგიდასტურათ ანტიგენის სწრაფმა ტესტმა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ინფიცირებული არ ხართ. ამ ადამიანებმა ეს უნდა გაითვალისწინონ და მოიქცნენ ისე, როგორც ინფიცირებულები. პირველ ყოვლისა, ვგულისხმობ იზოლაციას და არა მკურნალობას. ისეთ ადამიანებში, რომლებსაც სიმპტომები აქვთ, კონტაქტი აქვთ, მაგრამ ნეგატიურია ანტიგენის სწრაფი ტესტი, არ ნიშნავს, რომ ინფიცირებულები არ არიან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

წყარო: პორტალი ,,კვირა"

მსგავსი პოსტები