ვაქცინაციის კამპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება. იმუნიზაციის პროცესი ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
მსურველებს, ადგილზე ვაქცინაცია ,,სინოფარმის“, ,,სინოვაკისა“ და ,,ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ლანჩხუთის მერის მოადგილე, სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო. კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.
ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარიან დანამატსაც მიიღებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.