ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტოლოშის მოსახლეობასთან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და მისი წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს, ისაუბრეს აცრის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ასევე გააცნეს ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა. აღინიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.