ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
მერიის ხელშეწყობით ფუნქციონირებენ ა(ა)იპ „ახალციხის სასპორტო სკოლა“, ა(ა)იპ „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი“ და საფეხბურთო კლუბი „სამცხე“.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ სპორტის სხვადასხვა სახეობას და გამოავლინონ თავიანთი უნარები.
სასპორტო სკოლაში მერიის დაფინანსებით 12 სახეობის სპორტული წრე ფუნქციონირებს. 358 ახალგაზრდა ეუფლება სპორტის შემდეგ სახეობებს: ფეხბურთი, თავისუფალი ჭიდაობა, რაგბი, ტაე-კვანდო, ჭადრაკი, კალათბურთი, ძიუდო, კრივი, კიკ-ბოქსინგი, მკლავჭიდი, ძალოსნობა, შერეული ორთაბრძოლები.
სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სრულად აფინანსებს ა(ა)იპ ახალციხის მძლეოსნობის სპორტულ კლუბს, სადაც 93 მოსწავლეა გაერთიანებული. კლუბის სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში და საპრიზო ადგილებს იკავებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს ასევე, საფეხბურთო კლუბ„ სამცხეს“, რომელიც წარმატებებით მონაწილეობს მუნიციპალურ, რეგიონულ თუ ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატებში.
გარდა ამისა, წლის განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, ეწყობა ღონისძიებები და ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.