ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში არსებული პედიატრიული საწოლფონდი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს დროული სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ

ივანე ჩხაიძე: ქვეყანაში არსებული პედიატრიული საწოლფონდი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს დროული სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ

  • 2020-11-24 18:21:24

ქვეყნაში, ბოლო პერიოდის სტატისტიკით, ბავშვების წილი 111 ათას ინფიცირებულში 7-8 პროცენტამდეა. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ქვეყანაში სავარაუდოდ 5-7 ათასი ბავშვია ინფიცირებული და მათგან მხოლოდ 3 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დღევანდელი პედიატრიული საწოლფონდი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებს დროული სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ.

„ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც დარჩა ბავშვებში, ეს არის საყოფაცხოვრებო გადაცემა, ანუ ოჯახის პირობებში შეიძლება გადაეცეს უფროსისგან ბავშვს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. 6 წლამდე ბავშვებში ნიღბის ტარების რეკომენდაციისგან თავს ვიკავებთ, თუ ოჯახში 6 წლამდე ასაკის ბავშვია, აუცილებელია, მოზრდილი კონტაქტისას იყენებდეს მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბს. სხვა ღია კონტაქტი იქნება რისკის შემცველი. კორონავირუსის კონტაქტური გზით გადაცემა ბავშვებში ძალიან ხშირი და ისეთივე აქტუალურია, როგორიც წვეთოვანი გზით. ამ შემთხვევაში მცირე ასაკის ბავშვებთან პასუხისმგებლობა ოჯახის წევრებს ეკისრებათ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მსგავსი პოსტები