ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით.
საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის - Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში.
პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შედგენილი იქნა მუნიციპალური ბაღების მოკლე ჩამონათვალი და წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, სადაც შესულია 25 ბაღი და ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
პროექტის აღმასრულებელი კონსულტანტი KfW-ს მიერ, წინასაკვალიფიკაციო შერჩევისა და შემდგომი სატენდერო პროცედურების საფუძველზე იქნა შერჩეული.
დაფინანსების ოდენობა 7 მილიონ 500 ათას ევროს შეადგენს გრანტის სახით.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.