შუახევის მუნიციპალიტეტის მერია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიში ჩაერთო.
,,25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ ამ პერიოდში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.შუახევის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიას, რომლის ფარგლებში, 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ონლაინ ტრენინგი თემაზე: "შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ".- ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.