დაბა სურამის გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჯარო განხილვა

დაბა სურამის გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების საჯარო განხილვა

  • 2020-12-01 17:44:47

დაბა სურამის გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) საჯარო განხილვა საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გაიმართა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, შპს „ურბანიკას“ დირექტორი ირაკლი მურღულია, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი ლია ჯიქურაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთვრობო ორგანიზაციების, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ზოგად საპროგნოზო ინფორმაციას სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების შესახებ. აღინიშნა, რომ დაბა სურამის ახალი გენერალური გეგმით გათვალისწინებული კონცეფციების შესრულება და განვითარება ხელს შეუწყობს ისეთ მნიშნველოვან საკითხებს, როგორიცაა: დაბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარება, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დაბაში არსებული ღირებული ობიექტების შენარჩუნება და დაცვა, ბიოლოგიური გარემოს დაცვა და მიწის ეფექტური გამოყენება, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ინვესტორებისთვის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.

მსგავსი პოსტები