ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ზაზა გულიაშვილმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანის, ქარელი-რუისის 3,4 კმ-იან მონაკვეთი პირადად მოინახულა, სადაც მეორადი გზის გასწვრივ, რკინა-ბეტონის ღარებით სარწყავ-სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტით მოხდება, როგორც რუისის, ასევე ბებნისის სავარგულების გასარწყავიანება. პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 516 760 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,შარა“.
• ასევე სოფელ რუისში მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე სრულდება შემოღობვის, ბორდიურისა და ქვაფენილის მოწყობა.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 41 885 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ ,,პაატა ხაჭაპურიძე“.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.