სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, დამსწრეებს მოუწოდა, მაქსიმალურად ხელი შეუწყონ შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში, მკაცრად გააკონტროლონ ხალხმრავალი შეკრებების, სოციალური დისტანციის დაცვის და პირბადის გამოყენების ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს კოვიდ სასტუმრო, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში. უახლოეს დღეებში იგეგმება რეგიონში დამატებით კოვიდ სასტუმროების და კოვიდ კლინიკის მოწყობა.
სხდომას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, პოლიციის უფროსები, რეგიონალური ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელები.
შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, გამოვიყენოთ პირბადე, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.