გლდანის მერვე მიკრორაიონში, N23, N11, N9 და N6 კორპუსებს შორის არსებული სივრცე კეთილმოეწყო. მრავალფუნქციური სკვერი დაახლოებით, 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.
აღნიშნული სკვერი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
„გლდანის მერვე მიკრორაიონში სამუშაოები დასრულდა. ეს კონკრეტული ტერიტორია, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, მთლიანად რეაბილიტირდა. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საკალათბურთო მოედანი, ბავშვებისთვის - ატრაქციონები, რომლითაც ძალიან ბევრი პატარა სარგებლობს და სულ დატვირთულია. ასევე, არის სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეუძლია განტვირთვა, დასვენება. ჩვენი მიზანია, რომ ასეთი სივრცეები მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში შეიქმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მრავალფუნქციურ სივრცეში ტერასულადაა მოწყობილი გასართობი, დასასვენებელი და საბავშვო ზონები. აქ განთავსებულია მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, შადრევანი, ხელოვნური მდინარე, კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, სკეიტბორდის მოედანი, ფიტნეს ზონა.
სკვერში დამონტაჟდა გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები. დაითესა ბალახი და დაირგო ხეები.
პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა და მისი ღირებულება 1 139 115 ლარია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.