კასპის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფლების ყარაფილა - სარიბარი - ზადიანთკარის, თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ჩქაროსნულ მაგისტრალთან შემაერთებელი გზის მოასფალტების სამუშაოები (II ეტაპი).
პროექტი 2 550 000 ლარის ფარგლებში დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „იბოლია“ ახორციელებს. გზის სიგრძე 4200 გრძივი მეტრია.
აღნიშნული სოფლები ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარეა და პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 1000-ზე მეტი ბენეფიციარი.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.