ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი  რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა.

  • 2020-10-12 13:12:58

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

ახალ სააღმზრდელო წელს, რომელიც COVID-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი რეგულაციებით დაიწყო, მუნიციპალიტეტის ყველა - 18-ვე სააღმზრდელო დაწესებულება მომზადებული შეხვდა.

ყველა საბავშვო ბაღმა წინასწარ გაიარა დეტალური შემოწმება და ისინი სრულ შესაბამისობაში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან. სკოლამდელი დაწესებულებები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, რაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

შეცვლილია ბაღში აღსაზრდელის მიღების წესიც, რაც რეგულაციების მკაცრი დაცვით ხორციელდება. ცვლილებებია მეთოდოლოგიურ ნაწილშიც.

 

მსგავსი პოსტები